საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გრანტის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გრანტის გამარჯვებული პროექტის ავტორთა ჯგუფმა - პროფესორი პაატა ტურავა, პროფესორი კობა ყალიჩავა, დოქტორანტი სალომე სიგუა - მიმდინარე წლის მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა.

 

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსების ინსტიტუტების სრულყოფასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერების ჭრილში.

 

ღონისძიება თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ გახსნა. ღონისძიებაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორმა ირმა ხარშილაძემ.

 

ექსპერტთა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შუალედური შედეგები. ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის როლზე და არსებული ხარვეზების გამოსწორების გზებზე. სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს პროექტის მიზნები, შინაარსობრივი შემადგენლობა და განსახორციელებელი მოქმედებები. პრეზენტაციისას შემოთავაზებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედი ნორმის რედაქცია, რეფორმის საჭიროებები (მუხლის ანალიზი) და წინადადებები რეფორმისათვის.

 

შეხვედრის ბოლოს სამუშაო ჯგუფისა და ღონისძიების მონაწილეების მიერ გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.

 

 

 

 

 

 

თარიღი: 03/04/2023